إعدادات العرض
ჭეშმარიტად, არიან ადამიანები, რომლებიც განკარგავენ ალლაჰის ქონებას შეუფერებელი გზით, მაგრამ აღდგომის დღეს…
ჭეშმარიტად, არიან ადამიანები, რომლებიც განკარგავენ ალლაჰის ქონებას შეუფერებელი გზით, მაგრამ აღდგომის დღეს მათთვის იქნება ცეცხლი
გადმოცემულია ხავლა ალ-ანსარიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, არიან ადამიანები, რომლებიც განკარგავენ ალლაჰის ქონებას შეუფერებელი გზით, მაგრამ აღდგომის დღეს მათთვის იქნება ცეცხლი».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල Hausa ไทย دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Malagasy Български Українська Azərbaycanالشرح
მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) გვამცნო იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც უკანონოდ განკარგავენ მუსლიმების ქონებას და უსამართლოდ იტაცებენ მას. ეს მოიცავს ქონების შეგროვებასა და მიღებას აკრძალული გზებით, ასევე მის ხარჯვას არასწორი მიზნებისთვის. ასეთ ქმედებებში შედის ობლების ქონების მიტაცება, ვაქუფის (საქველმოქმედო) ქონების მითვისება, ნდობით გადაცემული ქონების დაბრუნებაზე უარის თქმა და საერთო ქონების მიტაცება. შემდეგ ამცნობა მოციქულმა(ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას), რომ მათი საზღაური განკითხვის დღეს იქნება ცეცხლი.فوائد الحديث
ქონება, რომელიც ადამიანების ხელშია, ეკუთვნის ალლაჰს. მან ისინი დანიშნა ამ ქონების მმართველებად, რათა ისინი ხარჯავდნენ მას კანონიერ გზებზე და მოერიდონ მის უკანონო გამოყენებას. ეს ეხება როგორც მმართველებს, ასევე რიგით ადამიანებს.
შარიათის მკაცრი მოთხოვნები საერთო ქონებასთან დაკავშირებით. ვისაც ნდობით გადაეცემა რაიმე საზოგადოებრივი ქონებიდან, ის აღდგომის დღეს პასუხისმგებელი იქნება მის შეგროვებასა და ხარჯვისთვის.
ამ საფრთხის ქვეშ ექცევიან ასევე ისინი, ვინც განკარგავს ქონებას შარიათის საწინააღმდეგო გზით, იქნება ეს მათი პირადი ქონება თუ სხვა ადამიანების ქონება.