إعدادات العرض
ვინც დაემსგავსა რომელიმე ხალხს - ის მათგანია
ვინც დაემსგავსა რომელიმე ხალხს - ის მათგანია
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «ვინც დაემსგავსა რომელიმე ხალხს - ის მათგანია».
[კარგი (ჰასან)] [გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල ไทย دری Fulfulde Magyar ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Български Українська Azərbaycan Malagasy Lingala тоҷикӣ bm Македонскиالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ემსგავსება ურწმუნოებს, ცოდვილებს ან მორწმუნეებს, რომლებიც აკეთებენ რაღაცას, რაც მხოლოდ მათ შეხედულებებს, თაყვანისცემას ან ჩვეულებებს უკავშირდება, ხდება ერთ-ერთი მათგანი. გარეგანი მსგავსება იწვევს შინაგან მსგავსებასაც. უდავოა, რომ ხალხის მიბაძვა ხდება მათით აღტაცების შედეგად, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათ მიმართ სიყვარულის, პატივისცემისა და ნდობის გ ამოხატვას. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ ადამიანი შიგნიდანაც და თაყვანისცემაშიც მათ ემსგავსება. ალლაჰს შევეფარებით ამისგან!فوائد الحديث
გაფრთხილება ურწმუნოებისა და ცოდვილებზე მიბაძვისგან.
მოწოდება კარგ ადამიანებზე მიბაძვისა და მათი მაგალითის მიხედვით ცხოვრებისკენ.
გარეგანი მიბაძვა შინაგან სიყვარულს წარმოშობს.
ადამიანი იღებს ცოდვას და მუქარის წილს იმაზე დამოკიდებულად, რამდენად დიდია მისი მიმსგავსება და, მიმსგავსების სახეობა.
აკრძალულია ურწმუნოების მიბაძვა მათ რელიგიაში და მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ ჩვეულებებში. თუმცა, რაც ამას არ შეეხება, მაგალითად, ხელობის შესწავლა და სხვა მსგავს საკითხებში აკრძალვა არ არის.
التصنيفات
აკრძალული დამსგავსება