„გაადვილეთ და არ გაართულოთ, ახარეთ და არ შეაძულოთ

„გაადვილეთ და არ გაართულოთ, ახარეთ და არ შეაძულოთ

ანას ბინ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „გაადვილეთ და არ გაართულოთ, ახარეთ და არ შეაძულოთ».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებს შემსუბუქებას და გაადვილებას ხალხისთვის და მათგან სირთულის მოხსნას ყველა საქმეებში ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური, იმ საზღვრების გარგლებში, რაც ალლაჰმა ნებადართულად ჰყო და დაადგინა. და მოუწოდებს, გააცნოთ ადამიანებს კეთილი სიახლე, ისე, რომ არ დააშინოთ ისინი მისგან.

فوائد الحديث

აუცილებელია მორწმუნენ ხალხს შეაყვაროს ალლაჰი და მოუწოდოს მათ სიკეთისკენ.

ის, ვინც მოუწოდებს ალლაჰის გზისკენ, უნდა

უყურებდეს სიბრძნით, იმას თუ როგორ მიუტანოს ხალხს ისლამის

მოწოდება.

კეთილი უწყება იწვევს სიხარულს, წარმატებას და ნდობას როგორც თვითონ მქადაგებლისადმი, ასევე იმ მოსაზრებებისადმი, რასაც ის ხალხს აწვდის.

გართულება კი იწვევს ზიზღს, ზურგის შექცევას და ეჭვებს მომწოდებლის სიტყვებში.

ალლაჰის დიდი წყალობაა თავის მსახურებზე, რომ მან აირჩია მათთვის მიმტევებელი რელიგია და ადვილი კანონმდებლობა.

გაადვილება, რასაც ალლაჰი ბრძანებს, არის ის, რითაც მოვიდა შარიათი.

التصنيفات

დიდებული ზნეობა