إعدادات العرض
აკრძალულია ზიანის მიყენება(თავის თავს ან სხვას), და აკრძალულია პასუხის გაცემა ზიანით. ვინც მუსლიმისთვის ზიანს…
აკრძალულია ზიანის მიყენება(თავის თავს ან სხვას), და აკრძალულია პასუხის გაცემა ზიანით. ვინც მუსლიმისთვის ზიანს მოიტანს, მას ალლაჰი მოუტანს ზიანს, და ვინც მუსლიმს სირთულეს შეუქმნის, მას ალლაჰი შეუქმნის სირთულეს
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «აკრძალულია ზიანის მიყენება(თავის თავს ან სხვას), და აკრძალულია პასუხის გაცემა ზიანით. ვინც მუსლიმისთვის ზიანს მოიტანს, მას ალლაჰი მოუტანს ზიანს, და ვინც მუსლიმს სირთულეს შეუქმნის, მას ალლაჰი შეუქმნის სირთულეს».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español Français Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili فارسی தமிழ் မြန်မာ Русский Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල ไทย دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Malagasy тоҷикӣ Oromoo Wolof Soomaali Български Українська Azərbaycan bm Lingala Македонскиالشرح
მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტა, რომ საჭიროა ზიანის თავიდან აცილება ნებისმიერი ფორმით, როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვებზე. მან ასწავლა, რომ არავის აქვს უფლება მიაყენოს ზიანი არც საკუთარ თავს და არც სხვებს. ასევე, არ არის ნებადართული ზიანზე პასუხის გაცემა ზიანით, რადგან ზიანი შეიძლება აღმოიფხვრას მხოლოდ სამართლიანი შურისძიებით გადამეტების გარეშე. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) გააფრთხილა ადამიანებისთვის ზიანის მიყენების შესახებ და განმარტა, რომ ის, ვინც ზიანს მიაყენებს სხვებს, თავად დადგება ზიანის წინაშე, ხოლო ვინც ადამიანებს სირთულეებს შეუქმნის, თავადვე შეხვდება სირთულეებს.فوائد الحديث
აკრძალულია ისეთი შურისძიება, რომელიც გადაჭარბებულია მიყენებულ ზიანზე.
ალლაჰმა არ უბრძანა თავის მონებს ისეთი რამ, რაც მათ ზიანს მიაყენებს.
აკრძალულია ზიანის მიყენება საკუთარ თავს და სხვებს, როგორც თავდაპირველად, ასევე საპასუხოდ — სიტყვით, ქმედებით ან მიტოვებით.
სასჯელი შეესაბამება ქმედებას. ვინც ზიანს მოუტანს სხვას, ალლაჰი მას ზიანს მიაგებს, ხოლო ვინც სირთულეებს შეუქმნის სხვას, ალლაჰი მას სირთულეს მიაგებს.
შარიათის ერთ-ერთი დადგენილი წესია: "ზიანი უნდა აღმოიფხვრას“. შესაბამისად, შარიათი არ ამართლებს ზიანს და მკაცრად კიცხავს მას.