إعدادات العرض
ჩემი უმმეთიდან ყველა შევა სამოთხეში, გარდა იმისა, ვინც უარყოს
ჩემი უმმეთიდან ყველა შევა სამოთხეში, გარდა იმისა, ვინც უარყოს
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჩემი უმმეთიდან ყველა შევა სამოთხეში, გარდა იმისა, ვინც უარყოს", შეეკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, და ვინ უარყოფს? თქვა: «ვინც დამემორჩილა შევა სამოთხეში, ხოლო ვინც იურჩებს, მან უარყო».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල دری Fulfulde Magyar ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली тоҷикӣ Wolof Soomaali Български Українська Azərbaycan bm Македонски Ελληνικά ភាសាខ្មែរ አማርኛ Malagasy Oromooالشرح
მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) გვამცნობს, რომ ყველა მუსლიმი შევა სამოთხეში, გარდა იმათი, ვინც უარყოფს. საჰაბებმა ჰკითხეს: ვინ არის ის, ვინც უარყოფს ო, ალლაჰის შუამავალო?! მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა მათ, რომ ვინც დაემორჩილა და მიჰყვა შუამავალს - შევა სამოთხეში. ხოლო ვინც არ დაემორჩილა და არ მიჰყვა შარიათს, და უარყო ის თავისი ცუდი საქციელების მიზეზით - მან უარი თქვა სამოთხეზე.فوائد الحديث
ალლაჰის შუამავალზე (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) დამორჩილება არის ალლაჰზე დამორჩილება, შუამავალზე ურჩობა არის ალლაჰზე ურჩობა.
შუამავალზე (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) დამორჩილება სამოთხეში შესვლის მიზეზია, ხოლო მასზე ურჩობა - ცეცხლში შესვლის მიზეზი.
სასიხარულო ცნობა უმმეთისთვის, რომ ყველა ისინი შევლენ სამოთხეში, გარდა იმათი, ვინც არ დაემორჩილა ალლაჰს და მის შუამავალს.
შუამავლის თანაგრძნობა მისი უმმეთის მიმართ და მისი ძლიერი სურვილი მათი სწორ გზაზე დგომის.
التصنيفات
ჩვენი მოციქული მუჰამმედი ﷺ