إعدادات العرض
ნუ შეურაცხყოფთ გარდაცვლილებს, რადგან მათ უკვე მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს
ნუ შეურაცხყოფთ გარდაცვლილებს, რადგან მათ უკვე მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს
აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ნუ შეურაცხყოფთ გარდაცვლილებს, რადგან მათ უკვე მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල தமிழ் ไทย دری Fulfulde Magyar ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Български Українська Azərbaycanالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს გარდაცვლილთა შეურაცხყოფის და მათი ღირსების შელახვის აკრძალვას. ეს ცუდი ზნეობის ერთ-ერთი ნიშანია, რადგან გარდაცვლილებმა უკვე მოიპოვეს ის, რასაც თავისმა კეთილმა თუ უკეთურმა საქმეებმა მიუსაჯა. ამასთან, მათი გაკიცხვა მათამდე არ აღწევს, ის მხოლოდ ცოცხლებს ავნებს.فوائد الحديث
ეს ჰადისი არის მტკიცებულება იმისა, რომ გარდაცვლილთა შეურაცხყოფა აკრძალულია.
გარდაცვლილთა გაკიცხვის თავიდან აცილება ითვალისწინებს ცოცხლების ინტერესს და იცავს საზოგადოების კეთილდღეობას მტრობისა და ურთიერთსიძულვილისგან.
მისი აკრძალვის სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ მათ უკვე მოიპოვეს თავიანთი საქმეების საზღაური, ამიტომ მათი შეურაცხყოფა უაზრობაა. ეს მხოლოდ ტკივილს აყენებს მათ ცოცხალ ახლობლებს და არ მოაქვს არანაირი სარგებელი.
ადამიანს არ შეშვენის იმის თქმა, რასაც არ მოაქვს არანაირი სარგებელი.