إعدادات العرض
“თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით), როგორც მკვლელი, ასევე მოკლული აღმოჩნდებიან…
“თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით), როგორც მკვლელი, ასევე მოკლული აღმოჩნდებიან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში
გადმოცემულია აბუ ბაქრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: “თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით), როგორც მკვლელი, ასევე მოკლული აღმოჩნდებიან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში”. მე ვკითხე: «ო, ალლაჰის მოციქულო, ეს მკვლელია (გასაგებია, თუ პირველი იქ მოხვდება), მაგრამ რატომ მოკლული?» მან უპასუხა: “იმიტიმ, რომ ისიც ცდილობდა მისი მეგობრის მოკვლას".
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල தமிழ் ไทย دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Български Українська Azərbaycan bm lnالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეგვატყობინა, რომ თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით) და თითოეული მათგანი ცდილობს მეორის განადგურებას, მკვლელი აღმოჩნდება ჯოჯოხეთში იმის გამო, რომ მან უშუალოდ მოკლა თავისი მეგობარი. მოციქულის საჰაბები გაურკვევლობაში ჩააგდო მოკლულის მდგომარეობამ: თუ რატომ აღმოჩნდება ის ჯოჯოხეთში? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განუმარტა, რომ ისიც მოხვდება ჯოჯოხეთში, რადგან მისი მიზანიც იყო მეორის მოკვლა, და მხოლოდ იმის გამო ვერ შეძლო ეს, რომ მკვლელმა მას დაასწრო და გააკეთა ეს მასზე წინ.فوائد الحديث
სასჯელს იმსახურებს ის, ვინც განიზრახვა ცოდვის ჩადენა და გააკეთა ამისთვის მიზეზები.
ძლიერი გაფრთხილება იმისგან, რომ მუსლიმებმა იბრძოლონ ერთმანეთის წინააღმდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯოჯოხეთში მოხვედრა.
ამ მუქარას არ ექვემდებარება ბრძოლა მუსლიმებს შორის, რომელიც ტარდება სამართლიანად. მაგალითად, ბრძოლა მეამბოხეების და ბოროტების გამავრცელებლების წინააღმდეგ.
ვინც ჩაიდენს დიდ ცოდვას არ ხდება მაშინვე ურწმუნო, რადგანაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უწოდა მათ ერთამენეთის წინააღმდეგ მებრძოლი მუსლიმები.
თუ ორი მუსლიმი ერთმანეთს შეხვდება ბრძოლაში ნებისმიერი საშუალებით, და ერთი მათგანი მეორეს მოკლავს, მაშინ როგორც მკვლელი, ასევე მოკლული ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. მახვილი ჰადისში მოხსენიებულია მხოლოდ როგორც მაგალითი.