إعدادات العرض
ჭეშამრიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს
ჭეშამრიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ჭეშამრიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს".
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල ไทย دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Български Українська Azərbaycan bm lnالشرح
შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმატრავს, რომ ალლაჰი არ უყურებს მისი მონების გარეგნობას, მათ სხეულებს, ლამაზია თუ უშნო, დიდია თუ პატარა, ჯანმრთელია თუ ავადმყოფი, და არ უყურებს მათ ქონებას, ბევრია თუ ცოტაა, რადგან ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი არ სთხოვს თავის მონებს პასუხს მსგავს საკითხებში და არ ითხოვს ანგარიშს ამ მახასიათებლების მიხედვით. ის უყურებს მათ გულებს და იმას, არის თუ არა მასში ღვთისმოშიშობა, მტკიცე რწმენა, გულწრფელობა და სიმართლე, თუ ფარისევლობა და ამპარტავნებაა. ასევე, ის უყურებს მათ საქმეებს, რამდენად სწორი ან ცოდვიანია ისინი; სჯის და აჯილდოებს მათ მიხედვით.فوائد الحديث
გულზე ზრუნვა და მისი გასწორება, ასევე მისი გაწმენდა ყოველგვარი დასაძრახი თვისებებისგან.
გულის გასწორება ხდება გულწრფელობის გზით, ხოლო საქმეების გასწორება — მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიყოლით. ეს ორი თვისება — გულწრფელობა და მოციქულის გზი დაცვა — სწორედ ისაა, რასაც უზენაესი ალლაჰი ითვალისწინებს.
ადამიანმა არ უნდა მოიტყუოს თავი თავისი სიმდიდრით, სილამაზით, სხეულით ან სხვა ამქვეყნიური სხვა რომელიმე ატრიბუტებით.
გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ადამიანი არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ გარე ფაქტორებს შინაგანი მდგომარეობის გასწორების გარეშე.