إعدادات العرض
ო, ალლაჰ, იყავი მკაცრი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის (უმმის) წევრებზე და იქნება მკაცრი მათ…
ო, ალლაჰ, იყავი მკაცრი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის (უმმის) წევრებზე და იქნება მკაცრი მათ მიმართ, და იყავი კეთილი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის წევრებზე და გამოიჩენს სიკეთეს მათ მიმართ!
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა ჩემს ამ სახლში: «ო, ალლაჰ, იყავი მკაცრი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის (უმმის) წევრებზე და იქნება მკაცრი მათ მიმართ, და იყავი კეთილი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის წევრებზე და გამოიჩენს სიკეთეს მათ მიმართ!»
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල ไทย دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली тоҷикӣ Oromoo Wolof Soomaali Malagasy Български Українська Azərbaycan Lingala bm Македонскиالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრება აღავლინა იმის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მუსლიმების საქმეებზე იქნება მისი თანამდებობა მცირე თუ დიდი, იქნება იგი საერთო საქმეების ხელმძღვანელი (როგორც მმართველი) თუ კონკრეტული სფეროს მართვაში ჩართული, და ამავდროულად ამძიმებს მათ მდგომარეობას, მათ მიმართ სიმკაცრეს და შეუწყნარებლობას ავლენს. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ყოვლისშემძლე ალლაჰი მიაგებს მას სამაგიეროს მისი ქმედებების შესაბამისად. ვინც გამოიჩენს მუსლიმების მიმართ შეწყალებას და გაუმარტივებს მათ საქმეებს, ალლაჰი მასაც შეიწყალებს და გაუმარტივებს მის საქმეებს.فوائد الحديث
ვისაც დაეკისრა რაიმის მართვა მუსლიმების საქმეებზე, ვალდებულია, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში გამოიჩინოს მათ მიმართ შეწყალება და გულისხმიერება.
საზღაური საქმეების შესაფერისია.
შემწყნარებლობისა და სიმკაცრის საზომი არის ის, რაც არ ეწინააღმდეგება ყურანსა და სუნნას.