ისლამური კანონმდებლობის ეთიკა

ისლამური კანონმდებლობის ეთიკა

14- თუ რომელიმე თქვენგანმა იხილა სიზმარი, რომელიც მას მოეწონა, მართლაც, ის ალლაჰისგანაა. ამიტომ მან უნდა განადიდოს ალლაჰი ამ სიზმრის გამო და მოუყვეს სხვებს ამის შესახებ. ხოლო თუ ნახა ისეთი სიზმარი, რომელიც არ მოეწონა, მაშინ, მართლაც, ეს შაიტნისგანაა. ამიტომ, მან უნდა შეევედროს ალლაჰს დაცვა მისი ბოროტებისგან,და არავის არ უნდა მოუყვეს, და მართლაც, ეს სიზმარი ვერ ავნებს მას

31- ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს