მრწამსი

მრწამსი

21- ჭეშმარიტად, ალლაჰმა ჩაწერა კეთილი და ბოროტი საქმენი და შემდეგ ეს განმარტა: ვინც გადაწყვეტს კეთილი საქმის კეთებას, მაგრამ არ გააკეთებს მას, ალლაჰი მას მაინც ჩაუთვლის სრულ კეთილ საქმეს. ხოლო თუ ადამიანი გადაწყვეტს კეთილი საქმის გაკეთებას და შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის ათიდან შვიდასამდე და კიდევ ბევრად მეტ კეთილ საქმეს. ვინც გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას, მაგრამ არ შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის სრულ კეთილ საქმეს. ხოლო თუ ის გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას და შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის მხოლოდ ერთ ბოროტ საქმეს

49- თქვენგან ვინც დაინახავს მოუწონარ (ისლამში მიუღებელ) ქმედებას, გამოასწოროს თავისი ხელით, და თუ ვერ შეძლებს ამას, გამოასწოროს თავისი ენით და თუ ამითაც ვერ შეძლებს, მაშინ თავისი გულით (ანუ შეიძულოს ის საქმე) და ის იქნება რწმენის ყველაზე სუსტი გამომჟღავნება

75- მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი, მოქმედება ცრურწმენების მიხედვით ეს არის შირქი, — სამჯერ» (შემდეგ აბულლაჰმა თქვა): «ჩვენ შორის არავინ არის, ვისაც მსგავსი აზრები თავში არ უტრიალებს, თუმცა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან მასზე მინდობით